ხმაური ბორჯომის ქარხანასთან - პოლიცია გაფიცულ მუშებს დაუპირისპირდა

03.06.22 13:27
ხმაური ბორჯომის ქარხანასთან - პოლიცია გაფიცულ მუშებს დაუპირისპირდა

ხმაური ბორჯომის ქარხანასთან - პოლიცია პროტესტის მონაწილეებს დაუპირისპირდა. სიტუაცია ადგილზე დილიდან  რამდენჯერმე დაიძაბა. სამართლდამცველებმა ქარხნის ტერიტორიიდან "ბორჯომის"  ქარხნის ტრაილერის მძღოლების განრიდება სცადეს, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. 

ბორჯომის N 1 ჩამომსხმელი ქარხანასთან ამ დროისთვის სიტუაცია განმუხტულია, თუმცა ადგილზე  სამართალდამცველების უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობა რჩება. 

ბორჯომის ქარხნის მუშათა პროტესტი კი გრძელდება. მათი მოთხოვნა არ იცვლება-სამუშაო პირობების გაუმჯობესება და ხელფასის 25%-იანი ზრდა, აგრეთვე იმ 50 თანამშრომლის დაბრუნება სამსახურში, რომლებიც ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს.

გაფიცვის მეოთხე დღე- მუშები საპროტესტო ტალღის შეჩერებას მანამდე არ აპირებენ, სანამ ქარხნის ადმინისიტრაცია მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს. 

 

 

მსგავსი სიახლეები