გაზრდილი ფასების ბუმი ქვეყანაში - ინფლაცია ახალ რეკორდებს ხსნის
გაზრდილი ფასების ბუმი ქვეყანაში - ინფლაცია ახალ რეკორდებს ხსნის. საქსტატის მონაცემები საგანგაშოა. ფასები რეკორდულად გაიზარდა ბოსტნეულზე 51/1 %-ით, პურ-პროდუქტებზე 34 %-ით, ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე კი 9/6%-ით.
ეს არასრული ჩამონათვალია იმ მძიმე რეალობის, რომელიც სასქსტატმა ციფრეში ასახა.
„საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი, გიორგი კეპულაძე, დადებით პროგნოზს ვერ აკეთებს და ამბობს, რომ, ინფლაცია მომავალშიც გაგრძელდება.
საქართველო იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა და ჩვენი სამომხმარებლო კალათის 70 % არის იმპორტირებული, ანუ უცხოეთიდან შემოტანილი პროდუქცია გვაქვს, რაც, თავისთავად, ზეგავლენას ახდენს ჩვენზე და ყოველდღე ადამიანებისთვის ცხოვრება ძვირდება. განსაკუთრებით, გაძვირდა სურსათი, კომუნალური მომსახურება და საწვავი. სამწუხაროდ, გვექნება მაღალი ინფლაცია და ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული“. - ამბობს გიორგი კეპულაძე.
ექსპერტები აცხადებენ, რომ ვალუტის კურსის მერყეობა კრიტიკას ვერ უძლებს და 3 თვეში ქვეყანაში ახალ ინფლაციას აანონსებენ.
ხალხი კი გაორმაგებული ფასების შესახებ სწუხს და ამბობს, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტების ყიდვასაც კი ვერ ახერხებენ.