თსუ-ში პროტესტი მწვავდება - სტუდენტებმა უნივერსიტეტის პირველი სართულის პიკეტირება მოახდინეს
საპროტესტო ტალღა და სტუდენტების ულტიმატუმი სახელმწიფო უნივერსიტეტში - თსუ-ში პროტესტი მწვავდება. ამ წუთებში სტუდენტებს პირველი კორპუსის პირველი სართული პიკეტირებული აქვთ, სასწავლო პროცესი ნაწილობრივ შეწყვეტილია.
ახლაგაზრდების ხმა უნივერსიტეტის რექტორს ისევ არ ესმის და არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, სტუდენტებს არ ხვდება. აუდიტორიებიდან გამოსული ახლგაზრდები განთლების თანაბარ უფლებას ითხოვენ და რექტორს 6 საათამდე ვადას აძლევენ. თუ მოთხოვნები არ შესრულდება და ონლაინ სწავლებაზე არ გადავლენ, პროტესტი უფრო მწვავე იქნება და უნივერსიტეტის პიკეტირება მოხდება.
ვითხოვთ სამართლიანობას უნივერსიტეტში, რომ რეალურად ყველა სტუდენტს მიეცეს განათლების მიღების საშუალება.
მნიშვნელოვანია გამოცდების ონლაინ რეჟიმში ჩატარებას, რადგან რეგიონებში მცხოვრები სტუდენტები ვერ ახერხებენ თბილისში ჩამოსვლას.
ბრძოლა გაგრძელდება, სანამ შესაბამის პასუხებს არ მივიღებთ - აცხადებს უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტუდენტი.
უკვე ერთი კვირაა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი პარალიზებულია. სტუდენტები ბინების ქირაზე გაძვირებულ ფასებს აპროტესტებენ და სტუდენტური საერთო საცხოვრებლების აშენებას ითხოვენ. მათი მოთხოვნაა ასევე, ჰიბრიდულ სწავლებაზე გადასვლა და უნივერსიტეტის ფინანსური გამჭვირვალობა.