გონს მოეგეთ! - გაფიცული თანამშრომლები ბორჯომის ქარხნის ადმინისტრაციას მიმართავენ

03.06.22 15:38
გონს მოეგეთ! - გაფიცული თანამშრომლები ბორჯომის ქარხნის ადმინისტრაციას მიმართავენ

ბორჯომის ქარხნის თანამშრომლების უწყვეტი პროტესტი გრძელდება. გაფიცული მუშები დათმობაზე წასვლას არ აპირებენ და ადმინისტრაციას მოუწოდებენ, დააკმაყოფილონ მათი მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროტესტო უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებს. 

გაფიცული მუშები მოუწოდებენ სადისტიბუციო სამსახურის წარმომადგენლებს, გააჩერონ თავიანთი მანქანები, რათა ადმნისტრაციამ ქარხანაში დარჩენილი ნაწარმის სარეალიზაციოდ გამოტანა ვერ შეძლოს.

საპროტესტო აქციის მონაწილეები მიმართავენ ადგილობრივ ხელისუფლებას, ითამაშოს შუამავლის როლი მათსა და ქარხნის ადმინისტრაციას შორის. 

მივმართავთ ბორჯომის ადმინისტრაციას, გონზე მოეგონ. ჩამოვიდნენ და ხალხის გვერდზე დადგნენ. ესენი უკიდურეს ზომას მიმართავენ, მოდიან პროვოკაციებზე. ამ ცარიელ ტრაილერებს ,,დააკატავებებ" აქეთ-იქით, ქმნიან იმიტაციას, რომ ტრაილერები შეყავთ და გამოჰყავთ. 

დადგნენ ჩვენს გვერდზე, სანამ მომხდარა დაპირისპირება ამ მშვიდობიან მოსახლეობასა და პოლიციას შორის - აცხადებს ბორჯომის ქარხნის ერთ-ერთი მუშა.

ბორჯომის ქარხნის გაფიცული მუშების მოთხოვნებია

სამუშაო პირობების გაუმჯობესება

ხელფასის 25%-ით ზრდა

გაშვებული 50 თანამშრომლის სამსახურში აღდგენა. 

მსგავსი სიახლეები