მთავრობა მილიონობით ჯარიმას საგარეო ვალის აუთვისებლობის გამო იხდის - "ფლანგვის დეტექტორი"
უკვე წლებია, მთავრობა საგარეო ვალს იღებს, თუმცა ვერ ითვისებს, რის გამოც ჯარიმას იხდის. ინფორმაციას "ფლაგვის დეტექტორი" ავრცელებს. მედიაპროექტის გამოძიების ფარგლებში გაირკვა, რომ 2021 წელს მთავრობამ ვალით აღებული 74.2 მილიონი ლარიდან მხოლოდ 17 მილიონის დახარჯვა შეძლო.
2021 წელს მთავრობამ ვალით აღებული 74.2 მილიონი ლარიდან მხოლოდ 17 მილიონის დახარჯვა შეძლო. მაგალითად, ყველაზე დიდი ჯარიმა – 1,178,000 ლარი მთავრობამ ხაშურის წყალმომარაგების პროექტის შეუსრულებლობისთვის მიიღო. წლებია, მოძველებული ინფრასტრუქტურის გამო ხაშურში მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება, -წერს "ფლანგვის დეტექტორი".
ჯარიმების რაოდენობა წლების მიხედვით ასე გამოიყურება:
- 2018 – 3.1 მილიონი ლარი
- 2019 – 4.8 მილიონი ლარი
- 2020 – 9,6 მილიონი ლარი
- 2021 – 5.8 მილიონი ლარი