კომბოსტოს ფასი 297,4%-ით გაიზარდა, კიტრი 110,3%-ით, კარტოფილი 67,3%-ით - ქვეყანა სოციალური აფეთქების ზღვარზეა
ქვეყანა სოციალური აფეთქების ზღვარზე - ცნობილი ხდება იმ პროდუქტების ჩამონათვალი, რომლის ფასიც ბოლო ერთ წელიწადში ასტრონომიულად გაიზარდა. გაორმაგდა კიტრის, ყურძნის, ბადრიჯნის, ქლიავის და სხვა დასახელების ხილ ბოსტნეულის ფასი. გასამმაგებულია კომბოსტოს ღირებულება.
ყველდღიური მოხმარტების პროდუქტებზე ფასების ზრდის პროცენტულობა ასე გამოიყურება:
- კომბოსტო - 297,4%-ით;
- კიტრი - 110,3%-ით;
- ყურძენი - 72,4%-ით;
- ქლიავი -69,6%-ით;
- კარტოფილი -67,3%-ით;
- მარგარინი – 58,2%-ით;
- სიმინდის ფქვილი - 56,4%-ით;
- ბადრიჯანი - 52,9 %-ით;
- დიზელის საწვავი - 49,4%-ით;
- წიწაკა - 48,1%-ით;
ხელისუფლების წარმომადგენლები შემოტანილ პროდუქტების გაძვირებას ლარის გაუფასურებით ხსნიან, თუმცა ადგილობრივი პროდუქციის ფასების გასამმაგება ხალხისთვის, ფაქტობრივად, შიმშილობის განაჩენია.
მოქალაქეები მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ თანხა არარაფერში ყოფნით.
წამლებში არ მყოფნის, სამყოფი არ არის. ყველაფერი გაძვირებულია. პომიდორი რომ 7 და 8 ლარი ეღირება, ხომ გინდა შენც წელიწადში ერთი ორჯერ შეჭამო... , - ამბობს მოქალაქე.
ოპოზიცია კი ამბობს, რომ ხელისუფლების ტრაბახი, თითქოს ექვეყანას ეკონომიკური ზრდა აქვს, ფუჭია.
ჩვენი მოქალაქეები ხარჯების უდიდესი ნაწილი მოდის სურსათზე, მოდის მედიკამენტებზე და სურსათის ნაწილში ინფლაცია არის კიდევ უფრო მაღალი. რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ აქედან? როგორც არ უნდა იტრაბახოს ხელისუფლებამ წინა დაბალ ჩავარდნილ ზრდასთან დაკავშირებით ეკონომიკური, ამ ეკონომიკური ზრდის შედეგს ჭამს ფასების ზრდა და ქვეყანა ღატაკდება, - ამბობს ენმ-ს წევრი რომან გოცირიძე.