ბათუმში 6 მაისს საპროტესტო აქციაზე დგომა მონაწილეებს ჯამში 38 ათას ლარიან ჯარიმად დაუჯდათ - სასამართლო პროცესი დასრულდა

03.06.22 18:06
ბათუმში 6 მაისს საპროტესტო აქციაზე დგომა მონაწილეებს ჯამში 38 ათას ლარიან ჯარიმად დაუჯდათ - სასამართლო პროცესი დასრულდა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრალდება არ გაიზიარა და მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეები, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, საკრებულოს დეპუტატები და სამოქალაქო აქტივისტები ციხეში არ გაუშვა.

24-დან  4 დაკავებულის მიმართ მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ სისხლის სამართლებრივი საქმე შეწყვიტა.  დამნაშავეებს შორის აღმოჩნდნენ გიორგი კირთაძე, ლაშა კილაბერია,  ლევან ანთაძე, რეზო ხარაზი, ლევან გორგილაძე, მამუკა ქობულაძე და სხვები.

ჯამში 38 ათასი ლარი - ეს თანხა უნდა გადაიხადონ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა იმისთვის, რომ 6 მაისს აჭარის მთავრობის სახლთან იყვნენ და ხელისუფლების პოლიტიკას აპროტესტებდნენ.

ბათუმის საკრებულოს ფრაქცია ,,ენმ"-ს წევრი, ლევან ანთაძე, რომელიც მოსამართლემ  დღეს დააჯარიმა, აცხადებს, რომ გამოძიებას არ გაჩნდა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მან დანაშაული ჩაიდინა, თუმცა, ცრუ მოწმეების ჩვენების საფუძველზე ადმინისტრაციული სასჯელი მაინც შეუფარდეს.

თუ რამე არგუმენტი ჰქონდათ, ეს იყო ცრუ მოწმეებით. არც ვიდეო, არც სხვა ფაქტი ხელში არ ჰქონდათ. ფაქტია, რომ დღეს სასამართლო არის ნოტარიუსი და ეს სისტემა მთლიანად ბორენკა ივანიშვილის სამსახურშია - აცხადებს ბათუმის საკრებულოს ფრაქცია ,,ენმ"-ს წევრი, ლევან ანთაძე.

გამოძიება აჭარის უმალესი საბჭოს წევრებს, საკრებულოს დეპუტატებსა და სამოქალაქო სექტორს აჭარის მთავრობის სახლთან 6 მაისს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.

პოლიციის მიმართ წინააღმდეგობაში მხილებულები კი მტკიცებულებების არარსებობაზე დაკავების დღიდან საუბრობდნენ.


 

 

მსგავსი სიახლეები