"კულტურის სამინისტროში რეპრესიების გაგრძელება"- ისტორიის მუზეუმიდან გაათავისუფლებული ლიკა მამაცაშვილი

04.06.22 11:20
"კულტურის სამინისტროში რეპრესიების გაგრძელება"- ისტორიის მუზეუმიდან გაათავისუფლებული ლიკა მამაცაშვილი

თბილისის ისტორიის მუზეუმიდან კურატორი, დროებითი გამოფენების უფროსი, ლიკა მამაცაშვილი გაათავისუფლეს. ამ დროისთვის, ის ამ ინსტიტუციიდან გათავისუფლებული ერთადერთი თანამშრომელია. 

როგორც ლიკა მამაცაშვილი პირველებთან საუბარში აცხადებს, სამინისტროში გათავისუფლებების სერია კიდევ გაგრძელდება.

მე მოველოდი ამ გათავისუფლებას და ვუთხარი, დიახ ვიცი-მეთქი, მაგრამ ხელს არ მოვაწერ ამ ბრძანებას-თქო და თუ გინდათ თქვენ მოაწერეთ-თქო. მე ვიცი, რომ კულტურის სამინისტროში რეპრესიების გაგრძელება კიდევ იქნება. ასეთი პროცესები ხდება მაშინ, როდესაც მეცნიერებას ანგრევენ, კულტურას ანგრევენ". - აცხადებს ლიკა მამაცაშვილი.

თბილისის ისტორიის მუზეუმი 2022 წლის 8 მარტს ეთნოგრაფიული მუზეუმის მართვაში გადავიდა და მის ხელმძღვანელად ნინო ჭიპაშვილი დაინიშნა. ნინო ჭიპაშვილი ეთნოგრაფიული მუზეუმის ხელმძღვანელობამდე პენიტენციურ სისტემაში მუშაობდა, იყო მსჯავრდადებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ხელმძღვანელი.
 

მსგავსი სიახლეები