ხალხის გატეხვა უნდათ, ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს - პროტესტის მეხუთე დღე ბორჯომში

04.06.22 11:28
ხალხის გატეხვა უნდათ, ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს - პროტესტის მეხუთე დღე ბორჯომში

უწყვეტი პროტესტის მეხუთე დღე ბორჯომში - ასობით მუშა ამ დრომდე ქუჩაში დგას და გაფიცულია,  მინერალური წყლის ჩამომსხმელი ორივე ქარხანა კი სრულად პარალიზებული.

გაფიცული მუშები დათმობაზე წასვლას არ აპირებენ და ადმინისტრაციას მოუწოდებენ, დააკმაყოფილონ მათი მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტი უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებს. 

გაფიცული მუშები მოუწოდებენ სადისტრიბუციო სამსახურის წარმომადგენლებს, გააჩერონ თავიანთი მანქანები, რათა ადმინისტრაციამ ქარხანაში დარჩენილი ნაწარმის სარეალიზაციოდ გამოტანა ვერ შეძლოს.

ორი თვეა ხელფასი არ აგვიღია, ამიტომ ვითხოვთ, რომ მოგვაქციონ ყურადღება და ჩაგვირიცხონ ეს ხელფასები. ვალდებულებები გვაქვს გადასახდელი და ოჯახები გვყავს ყველას. ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს, რადგან აქ ხალხის გატეხვა უნდათ და ეს არ მოხდება“. - ამბობს ქარხნის გაფიცული თანამშრომელი.

საპროტესტო აქციის მონაწილეები მიმართავენ ადგილობრივ ხელისუფლებას, ითამაშოს შუამავლის როლი მათსა და ქარხნის ადმინისტრაციას შორის. 

მედიაციის პროცესში, ბორჯომის საწარმო თანამშრომლებს დაჰპირდა, რომ კონტრაქტის ახალი პირობებით მათ განახევრებულ ხელსაფებს დაურიგებდა, თუმცა პირობა პირობად დარჩა.


ბორჯომის ქარხნის გაფიცული მუშების მოთხოვნებია:
სამუშაო პირობების გაუმჯობესება.
ხელფასის 25%-ით ზრდა.
გაშვებული 50 თანამშრომლის სამსახურში აღდგენა. 
 

მსგავსი სიახლეები