მთის კურორტების ტენდერში მონაწილე კომპანია HTI Group-ი „ემ თი ეი“-ის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს

04.06.22 12:09
მთის კურორტების ტენდერში მონაწილე კომპანია HTI Group-ი „ემ თი ეი“-ის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს

მთის კურორტების ტენდერში მონაწილე კომპანია HTI Group-ი „ემ თი ეი“-ის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.
საქმე ეხება ბიუჯეტიდან გამოყოფილ  დიდ ფულს, რომლის სანაცვლოდაც კურორტებზე  სათხილამურო ტრასების ხელოვნური დათოვლიანება უნდა მოეწყოთ.

კომპანია  შესაბამის სტრუქტურებს შესაძლო კორუფციულ გარიგებაზე, გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართვას. განცხადებას ამ თემაზე კომპანიის ადვოკატი კახა კოჟორიძე აკეთებს.

მისი თქმით, ბიუჯეტის გადახარჯვასთან გვაქვს საქმე და კულუარებს მიღმა მოლაპარაკებებთან გვაქვს საქმე.

ის, რომ ბიუჯეტის რაციონალური ხარჯვა უნდა მოხდეს და ეს არ ხდება, კანონი ამბობს, რომ კონკურენცია მაქსიმალურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი და ამის საპირისპიროდ ხდება პირობების მორგება კონკურენტ კომპანიაზე. კანონი ამბობს, რომ საჯარო და გამჭვირვალე პროცესი უნდა მოხდეს და ჩვენ ვხედავთ დახურულ, კულუარებს მიღმა მოლაპარაკებებს, ეს რა თქმა უნდა არის მიუღებელი. ეს აზიანებს ქვეყნის იმიჯს. აღნიშნული ხარვეზების შესახებ ჩვენ ვაწოდებთ ინფორმაციას შესაბამის ორგანოებს, თუმცა რეაგირება ჯერჯერობით არ არის. როგორც ჩანს იძლებულები გავხდებით, რომ სასამართლოში შევიტანოთ სარჩელი“. - ამბობს კახა კოჟორიძე.

მსგავსი სიახლეები