პოლონეთში ქმრის მიერ მოკლულ 27 წლის ანა ყალიჩავას საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ
პოლონეთში ქმრის მიერ მოკლულ 27 წლის ანა ყალიჩავას საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ. პოლონეთში რჩებიან მოკლულის მცირეწლოვანი შვილები, რადგან ქვეყნიდან გასვლის ნებართვა მამამ უნდა გასცეს. თემო ლამაზოღლი კი ამ დრომდე რეანიმაციაშია.
ანა ყალიჩავას ოჯახი საზღვარგარეთ დარჩენილი ბავშვების დაბრუნებაში დახმარებას ითხოვს:
"ბავშვების ჩამოყვანა პრობლემური გახდა, იმიტომ რომ ითხოვენ მამის თანხმობას, მკვლელის თანხმობა ფორმალური მხარეა ალბათ. უმორჩილესად გთხოვთ ყველას - საელჩოს, მთავრობას, "საფარს", რომ დაგვეხმარეთ, ბავშვების ჩამოყვანაში.
პატარები ახლა სოციალურ ბაღში არიან. დღეში ერთხელ ბიძას აქვს მონახულების უფლება,"- აცხადებს გარდაცვლილის ახლობელი, მანანა სიჭინავა.
ყალიჩავას ოჯახის წევრების თქმით, ცოლის მკვლელობის შემდეგ ახალგაზრდა კაცმა თვითდაზიანებები მიიყენა.
საზარელი ფაქტი 24 მაისს მოხდა. ირკვევა, რომ თემო ლამაზოღლიმ ცოლს ყელი გამოჭრა და კვალის დაფარვის მიზნით სახლს ცეცხლი წაუკიდა.
ახალგაზრდა ქალი ზუგდიდიდან იყო და ემიგარციაში მეუღლესთან და 3 მცირეწლოვან შვილთან ერთად, ერთი წლის წინ წავიდა.