ჯგუფური ანგარიშსწორება თბილისში - დაშავებულის ოჯახი ამბობს, რომ დამნაშავეს პოლიცია მფარველობს

04.06.22 13:17
ჯგუფური ანგარიშსწორება თბილისში - დაშავებულის ოჯახი ამბობს, რომ დამნაშავეს პოლიცია მფარველობს

გამოკითხვების სერია პოლიციის განყოფილებაში. ჯგუფური ანგარიშწორების მხვერპლი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს გამომძიებლები წუთი წუთზე ელოდებიან. 

ნაცემი მამაკაცის მეუღლე ყველა თავმდამსხმელის დასჯას მოითხოვს.

დაისაჯონ ყველა, უკლებლივ. ჩემს ქმარს იმ პიროვნებასთან არ ჰქონია არასრდოს დაპირისპირება და ის, რომ მამამისი არის პოლიციელი, ძმა არის პოლიციელი, ბიძაშვილია პოლიციელი არ მაინტერესებს. მინდა რომ დაისაჯოს. მე არ გავჩერდები“. - ამბობს დაზარალებულის მეუღლე.

დაზარალებულის ადვოკატი პირველებთან საუბარში ამბობს, რომ ჩხუბის წამომწყებ მამაკაცს მაღალჩინოსანი პირი მფარველობს.

თავდასხმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე აღმაშენებელის გამზირზე საშაურმეში მოხდა. პირველების მიერ მოპოვებული სათვალთვალო კამერებიდან  ირკვევა, რომ ჯგუფურ თავდასხმაში ათზე მეტი პირი მონაწილეობდა, პოლიციას თავდასმხმელები იდენტიფიცირებული ჰაყვს.

გამოძიება საქმეზე 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სისტემურ ცემასა და ძალადობას გულისმობს.

მსგავსი სიახლეები