დეპუტატის მანდატი კამეჩის ვალის სანაცვლოდ, ბინა თბილისში და საჯარო სამსახური - როგორ იბრძვის "ოცნება" საკრებულოში უმრავლესობისთვის?
სენაკის საკრებულოს დეპუტატს მამა უკვე რამდენიმე დღეა ეძებს. ვახტანგ წურწუმიას უკვე მეხუთე დღეა, გაუჩინარებულია.
არსებობს ეჭვი, რომ ის "ქართლმა ოცნებამ" გაატაცა, რომ სენაკის საკრებულოსი ოპოზიციას უმრავლესობა დაეკარგა და მართვის სადავეები ისევ ბიძინა ივანიშვილის პარტიას დაებრუნებინა.
დეპუტატის კვალი ორშაბათს, დილის 11:00 საათზე ქრება. გაუჩინარებიდან რამდენიმე საათში, სენაკის საკრებულოში ვახტანგ წურწუმიას წერილი შევიდა. წერილში აღნიშნულია, რომ ტოვებს მანდატს და უარს ამბობს დეპუტატობაზე, თუმცა ირკვევა, რომ ადამიანმა, ვინც ვახტანგ წურწუმიას მანდატის დატოვებას აიძულებდა, სიჩქარეში საბედისწერო შეცდომა დაუშვა - განცხადებაზე არ არის ხელმოწერა, ვერ დგინდება, რომ ის ნამდვილად დეპუტატმა დაწერა.
დეპუტატი მოისყიდეს და თავად გაუჩინარდა თუ დააშინეს და ასე დააწერინეს განცხადება? - ირკვევა, რომ თეკლათის მაჟორიტარს ვალები ჰქონდა - 2000 ლარი უნდა გადაეხადა, ავტოავარორიის შედეგად გატანილი კამეჩის მფლობელისთვის. არსებობს ეჭვი, რომ წურწუმიამ უმცირესობა მხოლოდ ზეწოლის გამო არ დატოვა და ის მოისყიდეს.
ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლება მათ მოსყიდვას სხვადასხვა გზით ცდილობდა. მათი მონაყოლის თანახმად, მანდატის სანაცვლოდ თბილისის ცენტრში ოროთახიან ბინებს სთავაზობდნენ, ასევე მათ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, ბუია ოდიშარიას სახელით ემუქრებოდნენ.
ნახეთ თამთა დოლენჯაშვილის რეპორტაჟი.