თბილისში გამოქცეულ ტიკტოკერს აფხაზეთში „ღალატისთვის“ ბრალი წაუყენეს

04.06.22 16:43
თბილისში გამოქცეულ ტიკტოკერს აფხაზეთში „ღალატისთვის“ ბრალი წაუყენეს

აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა  28 წლის ტიკტოკერს, დაურ ბუავას „სახელმწიფოს ღალატისთვის“ ბრალი წაუყენა.

ირკვევა, რომ ბიჭი 2021 წელს ტყვარჩელიდან თბილისში ჩამოვიდა და უკან არ დაბრუნდა. ახალგაზრდა კაცი  ქართველებისა და აფხაზების მეგობრულ ურთიერთობებზე ვიდეოებს  TikTok-ით ავრცელებდა. ბუავა საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის ავტონომიის სტატუსით არსებობაზე ამახვილებდა ყურადღებას, რაც    დე ფაქტო რეჟიმის უსაფრთხოების სამსახურის   მტკიცებით, "პროპაგანდისტულ მიზნებს“ ემსახურება.