გადასხმა მკურნალობა არ არის, ეს იმისთვის არის, რომ გააძლებინონ - გიული ალასანია
საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის პალატა რამდენიმე წუთის წინ დატოვა. ის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით შეშფოთებულია.
ალასანია აცხადებს რომ კლინიკაში პაციენტის სათანადო მკურნალობა ვერ ხდება და მთავარ მოთხოვნად ისევ საზღვარგარეთის კლინიკაში გადაყვანას ასახელებს.
გადასხმებს უკეთებენ და სულ წევს. ძალიან სუსტადაა. ეს არ არის მკურნალობა, ეს იმისთვის არის, რომ გააძლებინონ". - ამბობს გიული ალასანია.
სააკაშვილის დედა ასევე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებას და აღნიშნა, რომ ეს იუსტიციის მინისტრის კომპეტენცია არ არის და პოლიტიკოსებმა ექიმების ნაცვლად არ უნდა ისაუბრონ.