მძღოლს, რომელიც ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა და მოკლა, 6 წელი მიუსაჯეს

15.04.21 16:00
მძღოლს, რომელიც ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა და მოკლა, 6 წელი მიუსაჯეს

რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ბრალდებულებები და 6 წელი მიუსაჯა გ.დ-ს, რომელიც ქვეითად მოსიარულე ე.ქ-ს საკუთარი ავტომობილით დაეჯახა. ავტომობილის მძღოლმა დაზარალებული განსაცდელში მიატოვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ქვეითად მოსიარულე ადგილზე გარდაიცვალა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, დამნაშავეს ბრალი  2 მუხლით წარედგინა.


მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და 128-ე მუხლით (განსაცდელში მიტოვება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ გ.დ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა - ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

მსგავსი სიახლეები