"ერთად ევროპისკენ" - ხელოვანები და რიგითი მოქალაქეები დღეს აქციას გამართავენ

05.06.22 11:08
"ერთად ევროპისკენ" - ხელოვანები და რიგითი მოქალაქეები დღეს აქციას გამართავენ

ერთად ევროპისკენ - ამ მოწოდებით დღეს რესპუბლიკის მოედანზე ხელოვანები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები შეიკრიბებიან. მთავრობის საგარეო პოლიტიკით უკმაყოფილოები მთავრობას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, დაასრულოს კოლაბორაცია რუსეთთან და ქვეყანა ევროპულ გზაზე დააყენოს.

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო ევროპას სრულად ჩამოაშორა, ამიტომ მსგავს აქციებს და აქტივობებს  ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. 

ისტორიკოსი იულონ გაგოშიძე მოსახლეობას აქციაზე მისვლიესკენ მოუწოდებს. 

ქართველი ერი დღეს ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგას. ჩენ ან გადავრჩებით ან დავიღუპებით.  მართლა გვჭირდება. გამოკითხვით ჩანს, რომ საქართველოს დიდი უმეტესობა ევროპას ირჩევს, ევროპულ გზას ირჩევს და დავადასტუროთ ეს. მოვიდეთ 7 საათზე აუცილებლად რესპუბლიკის მოედანზე,- ამბობს იულონ გაგოშიძე.

მსგავსი სიახლეები