"მოითხოვოს შენდობა" - ანჩისხატის მცველები კულტურის მინისტრს აუჯანყდნენ

05.06.22 11:57
"მოითხოვოს შენდობა" - ანჩისხატის მცველები კულტურის მინისტრს აუჯანყდნენ

ხელოვანების გარდა კულტურის მინისტრს ანჩისხატის მცველებიც აუჯანყდნენ. ისინი თეა წულუკიანის ბოდიშის მოხდას სთხოვენ და საჩივრით საპატრიარქოში მიდიან. მათი თქმით, წულუკიანმა მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ მუზეუმთან შეკრებილებმა ექსპონატები დააზიანეს. 

დაიგეგმა საპროტესტო აქციაც, რომელიც კანცელარაისთან 15:00 საათზე გაიმართება.

ვისაც ქრისტიანობა უნდა აი, ასეთ ხალხს ველოდები 3 საათზე კანცელარიის წინ. ლაპარაკობს ადამიანი, რომ ასე ვთქვათ, ეჭვი მეპარებაო მათ გულწრფელობაშიო. როგორ შეიძლება შეამოწმოს გულწრფელობაზე ისეთმა ადამიანმა, რომელიც 5 სიტყვიდან 8 იტყუება? წესით, მამა ჯაღმაიძე და პრესცენტრი უნდა იდგეს ამის სადარაჯოზე. როდესაც ცილს გვწამებენ, გამოვიდეს და დოკუმენტურად დავუდასტურებთ, ვიდეომასალებით, რომ გუშინ აბსოლუტური ტყუილი თქვა მინისტრმა. მოსთხოვოს შენდობა მინისტრს მართლმადიდებლების ცილისწამებაზე. აბა, მოსთხოვოს შენდობა. ამას უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების ურთიერთობა,  - ამბობს  ანჩისხატის დაბრუნების საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი ზაზა ნანობაშვილი.

მსგავსი სიახლეები