რეჟისორი თემურ ჩხეიძე გარდაიცვალა
რეჟისორი თემურ ჩხეიძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას 70-ზე მეტი სპექტაკლი აქვს დადგმული და არა ერთი ჯილდო აქვს მიღებული.
თემურ ჩხეიძემ 1965 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი, დიმიტრი ალექსიძისა და მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნო.
1965-1967 წლებში რეჟისორად მუშაობდა შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატულ თეატრში.
1967-1970 წლებში ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში.
1970-1980 წლებში იყო რუსთაველის თეატრის რეჟისორი, ხოლო 1980-1990 წლებში კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
1991 წლიდან არის სანქტ-პეტერბურგის დიდი თეატრის რეჟისორი, 2004 წლიდან – მთავარი რეჟისორი, 2007 წლიდან – სამხატვრო ხელმძღვანელი.
თემურ ჩხეიძეს დადგმული აქვს სამოცდაათზე მეტი სპექტაკლი.