ვისკის ქურდობისთვის დაკავებული ჯარისკაცის საქმე - "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია
ვისკის ქურდობისთვის დაკავებული ჯარისკაცის საქმე - "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია. ცნობილი ხდება, რომ დანაშაულის ჩადენამდე შოთა ჯაფარიძე საავადმყოფოში იწვა, ექიმებს გამოექცა და 3 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი მოიპარა.
როგორ მოახერხა პაციენტმა მედიკოსებისგან ფარულად საავადმყოფოდან გაპარვა კავკასიის მედიცინის ცემტრში ვერ პასუხობენ.
ოჯახის წევრები კლინიკის ხელმძღვანელობას უყუყრადღებობაში ადანაშაულებენ.
შეგახსენებთ, რომ შოთა ჯაფარიძე სამი თვის განმავლობაში უკრაინაში იბრძოდა. იქიდან დაბრუნებული კანტუზიით ხაშურში საავადმყოფოში მოათავსეს, ხოლო შემდეგ ის თბილისში, კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. ჯაფარიძემ კლნიკიდან გაქცევა მოახერხა, რის შემდეგაც მაღაზიიდან სამი ბოთლი ვისკი მოიპარა. სამართალდამცველებმა ის დააკავეს.
უკრაინაში მებრძოლი ჯარისკაცის შესახებ სკანდალური სიუჟეტი "ნოდარ მელაძის შაბათმა" მოამზადა, დღეს საქალაქო სასამართლომ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც ტვ პირველს ბრალი ფაქტების დამახინჯებაში დასდო.