გაზრდილი მოთხოვნის გამო უძრავ ქონებაზე ფასები იზრდება

05.06.22 17:33
გაზრდილი მოთხოვნის გამო უძრავ ქონებაზე ფასები იზრდება

უძრავ ქონებაზე ფასები მოიმატებს. მიზეზი გაზრდილი მოთხოვნაა. ბინების შეძენით რუსეთის და ბელორუსის მიგრანტი მოქალაქეები არიან დაინტერესებული. ბაზარზე შექმნილი ტენდენციის გამო საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ბინის ყიდვა აქვთ განზრახული, გაზრდილი ფასის გადახდა უწევთ.

 სირთულეებთან არის დაკავშირებული ფართის იჯარით აღებაც, გაორმაგდა სამშენებლო მასალის ღირებულებაც.

აღნიშნული ტენდენცია მას შემდეგ ჩამოყალიბდა, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო.

სფეროს პსეციალისტები ბინებზე ფასების ზრდის რამდენიმე ფაქტორს ასახელებენ. მათი თქმით, ბინებზე ფასები კიდევ უფრო გაიზრდება.

ფასის ზრდა ლოგიკურია თუ გავითვალისწინებთ ისეთ ფაქტორებს, როგორიც არის ლიმიტირებული მიწები თბილისში და თბილისის შემოგარენში, გაზრდილი ფასები სამშენებლო მასალებზე, განსაკუთრებით გაზრდილია ეს მოთხოვნა როგორც ქვეყნის მოქალაქე რეზიდენტების მხირდან, ასევე, ჩამოსული უცხოელების მხრიდან. მოთხოვნა რაც შეეხება, ეს ტენდენციაც, რა თქმა უნდა, გრძელდება და ამ კუთხითაც არ ველოდებით ფასის კლებას, - ამბობს სპეციალისტი. 

 

მსგავსი სიახლეები