ბორჯომის ქარხანასთან სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია - ერთმანეთს გაფიცულები და პოლიცია დაუპირისპირდნენ
ბორჯომის ქარხანასთან სიტუცია უკიდურესად დაძაბულია. შენობის ორივე შესასვლელი პიკეტირებულია.
გაფიცულები კომპანიის ტერიტორიაზე შესვლის უფლებას თანამშრომლებსაც არ აძლევენ. პოლიციას დასაქმებულების შეყვანა ქარრხანაში მიკროავტობუსებით სურდა, თუმცა ამის საშუალება აქციის მონაწილეებმა არ მისცეს. ტერიტორიაზე ვერც სადისტრიბუცო მანქანები შედიან. ადგილზე ჩხუბი და დაპირისპირება ამ წუთებშიც გრძელდება.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ქარხნის პიკეტირებას იმ დრომდე განაგრძობენ, ვიდრე შეთანხმება არ იქნება მიღწეული. მათი თქმით, კომპანიის ხელმძღვანელობა გაფიცული თანამშრომლების ჩანაცვლებას უცხო ქვეყნებიდან, მათ შორის, რუსეთიდან ჩამოყვანილი კადრებით გეგმავს.
გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიცია ჩაბურული მინებით კომპანიის მოთხოვნით და იძლებით დასაქმებულებისთის, ჩაბურული მინებით შეჰყავთ ეს ადამიანები... გავრცელდა ინფომრაცია,რ ომ კომპანია აპირებს სხვა ქვეყნებიდან, სსხვა რეგიონებიდან დასაქმებულტა მობილიზებას, აქ მუშაობას და ამ ხალხის ჩანაცვლებას, რასაც ვაფრთხილებდით ხელისუფლებას და სრული პასუხისმგებლობაა მათი ამ შემთხვევაშ, რადგან ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა დეესკალაციისთვის. მსგავსი გაფიცვის ფორმა გაგრძელდება მანა, სანამ არ იქნება შეთანხმება მიღწეული, - ამბოლბს აქციის მონაწილე.
ბორჯომში ჩასვლას დღეს შრომის ინსპექციაც გეგმავს. უწყების წარმოამდგენლები აქციის მნაწილეებს შეხვდებიან.
უკვე თითქმის ორი კვირაა "ბორჯომის" ოთხასამდე თანამშრომელი კუთვნილი ხელფასის ანაზღაურებას, სამსახურიდან უკანონოდ გაშვებული 50 თანამშრომლის აღდგენას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვს.