ვისკის ქურდობისთვის დაკავებულ ჯარისკაცი შველას ითხოვს
ვისკის ქურდობისთვის დაკავებულ ჯარისკაცი დახმარებას ითხოვს - ადვოკატი პენიტენციურ სამსახურს მიმართავს. უფლებადამცველი აცხადებს, რომ შოთა ჯაფარიძე სასწრაფოდ ფსიქიატრიულ კლინიკაშია გადასაყვანი.
ადვოკატის განცხადებით, კანტუზიის გარდა, მას ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზი აქვს დასმული.
პატიმრის გადაყვანა საპატიმრო დაწესიბულების ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იქნება მისთვის დამაზიანებელი, შეიძლება რაიმე დაუშავოს საკუთარ თავს. თუ ასე მოხდება, სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება პენიტენციურ სამსახურს"- აცხადებს ადვოკატი.
მისი თქმით, შოთა ჯაფარიძეს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა და გასარკვევია, ვინ იძალადა ჯარისკაცზე.
ირკვევა, რომ გლდანის ციხეში შესვლას ცოტა ხანში დეპუტატები აპირებენ. ვისკის ქურდობისთვის დაკავებული მებრძოლის მოსანახულებლად პირველი ლევან ხაბეიშვილი შევა.