წულუკიანის რეპრესიები გრძელდება - ხელოვნების მუზეუმიდან კიდევ ერთი თანამშრომელი გაუშვეს
თეა წულუკიანმა ხელოვნების მუზეუმიდან კიდევ ერთი ადამიანი გაუშვა. კულტურის მინისტრის რეპრესიები ამჯერად ფოტონეგატივების ფონდის კურატორს შეეხო. შალვა ლეჟავას კომპეტენცია დაუწუნეს და უთხრეს, რომ მუზეუმში ვერ იმუშავებს.
თავად ლეჟავა კი გაშვების მიზეზად "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე ყოფნას ასახელებს. ამასთან, ირკვევა, რომ შარშან შალვა ლეჟავა წულუკიანს ნეგატივების ფონდის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გადატანის გამო დაუპირისპირდა, რაც, როგორც ჩანს, კულტურის მინისტრმა გულში ჩაიდო.
ამ გადაწყვეტილებას ნიკა (ახალბედაშვილი) არ იღებს. ნიკა ასრულებს ზემდგომის გადაწყვეტილებებს. სამი კითხვა: ერთი, რომ არარეგულარულად დავდიოდი სამსახურში და ამას გამოვასწორებდი თუ არა, მეორე - ვიყავი ფონდის გადატანის წინააღმდეგი ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ისევე, ვიყავი თუ არა ამის წინააღმდეგია და მესამე, რატომ ვიყავი აქციაზე. ფონდის გადატანასთან დაკავშირებით ადრე ნიკა ახალბედაშვილთანაც ვისაუბრე და ქალბატონ მინისტრთანაც და მაშინ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ დამეთანხმნენ ჩემს პოზიციაში და ძირითადი მიზეზი მგონია, აქციაზე ყოფნა, - ამბობს ლეჟავა.