მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ შუალედურ დასკვნას ექსპერტები ორ დღეში გამოაქვეყნებენ
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ შუალედურ დასკვნას ექსპერტები ორ დღეში გამოაქვეყნებენ. მედიკოსები, რომლებმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა შეისწავლეს, "ვივამედის" კლინიკის თანამშრომლებს მიმართავენ - დაეთანხმონ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზას და აღიარონ, რომ პაციენტი უცხოეთშია გადასაყვანი.
ექსპერტიზა მიმდინარეობს, იქნება ვიზიტიც. საჭიროა დამატებითი ინფორმაციის მიღება, რომელიც უნდა მივიღოთ. ჩვენ ველოდებით პასუხს, შეტანილია სასამართლო დადგენილება დამატებით. ასევე იუსტიციის სამინისტროს მიერ მიღებული ბრძანება, რომელიც ჩვენ მივიღეთ ექსპერტების დაშვებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს მივმართეთ, რომ ისინი არღვევენ კანონს.
ადამიანი ვერ იკვებება, შესაბამისად, ყოველ წუთს მოსალოდნელია მდგომარეობის დამძიმება"- აცხადებს ცენტრ "ემპათიას" დირექტორი, მარიამ ჯიშკარიანი.
პარალელურად ირკვევა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო საერთაშორისო ექსპერტებს ლიცენზიას ამ დრომდე არ აძლევს.