ვისკის ქურდობისთვის დაკავებულს ციხიდან საავადმყოფოში მომდევნო ორ დღეში გადაიყვანენ
ვისკის ქურდობისთვის დაკავებულ შოთა ჯაფარიძეს ციხიდან საავადმყოფოში მომდევნო ორ დღეში გადაიყვანენ. ინფორმაცია "ტვ პირველს" დიღმის სამმართველოდან გამოსულმა შოთა ჯაფარიძის ძმამ და ადვოკატმა დაუდასტურეს.
პროკურორისგან მივიღეთ მხარდაჭერა, რომ ბრალდებული სპეციალურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იქამდე მოთავსდეს, ვიდრე ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება"- ამბობს უფლებადამცველი.
მისი თქმით, პოლიციელთა მხრიდან დაკავებულის მიმართ შესაძლო ძალადობაზე გამოძიება მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ შოთა ჯაფარიძე სამი თვის განმავლობაში უკრაინაში იბრძოდა. იქიდან დაბრუნებული კანტუზიით ხაშურში საავადმყოფოში მოათავსეს, ხოლო შემდეგ ის თბილისში, კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. ჯაფარიძემ კლნიკიდან გაქცევა მოახერხა, რის შემდეგაც მაღაზიიდან სამი ბოთლი ვისკი მოიპარა. სამართალდამცველებმა ის დააკავეს.
უკრაინაში მებრძოლი ჯარისკაცის შესახებ სკანდალური სიუჟეტი "ნოდარ მელაძის შაბათმა" მოამზადა, დღეს საქალაქო სასამართლომ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც ტვ პირველს ბრალი ფაქტების დამახინჯებაში დასდო.