რადიკალების მიერ ევროკავშირის ოფისთან გამოფენილ შეურაცხმყოფელ ბანერებს დასუფთავების სამსახური ნაგავში ყრის

06.06.22 13:57
რადიკალების მიერ ევროკავშირის ოფისთან გამოფენილ შეურაცხმყოფელ ბანერებს დასუფთავების სამსახური ნაგავში ყრის

რადიკალების მიერ ევროკავშირის ოფისთან გამოფენილ შეურაცხმყოფელ ბანერებს ამ წუთებში დასუფთავების სამსახური ნაგავში ყრის.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის ევროკავშირის ოფისთან რადიკალებმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატების ფოტოები შეურაცხმყოფელი წარწერებით მიიტანეს. მათ დროშის დაწვაც სცადეს, რასაც დაკავებების მთელი სერია მოჰყვა. 

დაკავებულები არიან ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები, მამა-შვილი ფალავანდიშვილები. ისინი პოლიციის მანქანით სავარაუდოდ განყოფილებაში გადაიყვანეს.

მსგავსი სიახლეები