ჯანდაცვის სამინისტრო კომპანია „ბორჯომთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ჯანდაცვის სამინისტრო კომპანია „ბორჯომთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყება "IDS ბორჯომი საქართველოში" შექმნილი ვითარების დასტაბილურების მიზნით პროცესებში ჩართვას აანონსებს.
მათვე ცნობით, შრომის ინსპექციასთან თანამშრომლობით დაინიშნა მედიატორი, რომელიც დამქირავებლებსა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის კონფლიქტს დაარეგულირებს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო "IDS ბორჯომი საქართველოში" შექმნილი ვითარების დასტაბილურების მიზნით, პროცესებში აქტიურად ჩაერთო. შრომის ინსპექციის სამსახურისა და ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დანიშნული მედიატორის ჩართულობით, შეხვედრები გაიმართება კომპანიაში დასაქმებულებთან და დამსაქმებლებთან, რათა მხარეებს შორის შედგეს შეთანხმება, მათი ინტერესები იყოს სრულად გათვალისწინებული და აღდგეს მინერალური წყლის ჩამომსხმელი ქარხნების სრულფასოვანი ფუნქციონირება, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.