ხმაური "ბორჯომში" - საწარმოს თანამშრომლები კრიმინალურმა პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა
ხმაური "ბორჯომში" - ადგილზე ვითარება რამდენჯერმე უკიდურესად დაიძაბა. შეკრებილი საწარმოს თანამშრომლები კრიმინალურმა პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა.
სამართალდამცველებსა და პროტესტის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რა "ბორჯომის" პირველი ჩამომსხმელი ქარხნიდან გაფიცულებმა კომპანიის კუთვნილ ავტომობილს გამოსვლის საშალება არ მისცეს.
კიდევ ერთი დაპირისპირება ბორჯომის ქარხანასთან მაშინ მოხდა, როცა პოლიციამ თავისი ავტომობილით ქარხნის ტერიტორიაზე მუშების შეყვანა სცადა, რა დროსაც მათ პროტესტის მონაწილეები გადაუდგნენ.
დასაქმებულებს ისვამენ მანქანაში და დაბურული შუშებით მიჰყავს. როდესაც დასაქმებულებმა მოთხოვეს „შკოდას“ , რომ ჩაეწიათ შუშები, რამდენიმე დასაქმებულებს დაეჯახა კიდეც ეს მანქანა. პოლიციელებს მივმართავ კიდევ ერთხელ და შსს-ს, ემსახურეთ ხალხს და არა ოლიგარქებს და არა ამ კომპანიას, რომელიც ახლა აწამებს და აწვალებს ამ ხალხს, - ამბობს გაფიცული თანამშრომელი.
"ბორჯომის" საწარმოასთან დაპირისპირებების გამო ათამდე ადამიანი დაშავდა. ამ დროისათვის ადგილზე სიტუაცია შედარებით დამშვიდებულია.
მეორე დღეა ქარხნის შენობა პიკეტირებულია. რუსი ოლიგარქის საწარმოს ორივე შესასვლელი თანაამშრომლებს ბლოკირებული აქვთ. გაფიცულები კომპანიის მძიმე ტექნიკას გაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ, რასაც ხმაური და დპიპირისპირება მოყვა.
უკვე რამდენიმე კვირაა ასობით კომპანია "ბორჯომის" 100-მდე თანამშრომელი კუთვნილი ხელფასის ანაზღაურებას, სამსახურიდან უკანონოდ გაშვებული 50 თანამშრომლის აღდგენას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვს, თუმცა რუსი ოლიგარქი დათმობაზე არ მიდის და კომპანიაში რუსეთიდან შემოყვანილ მოქალაქეებს ასაქმებს.