მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ექსპერტიზის შედეგები დღეს გამოქვეყნდება
ექიმები შუალედური დასკვნის გასასაჯაროვებლად ემზადებიან - რამდენიმე საათში მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ექსპერტიზის შედეგები გამოქვეყნდება. ამ დასკვნაზე იქნება დამოკიდებული გადაიყვანენ თუ არა ექპრეზიდენტს საზღვარგარეთ სამკურნალოდ და გადაუვადებენ თუ არა მას სასჯელს.
ამასთან, კლინიკა "ვივამედის" მთავარმა ექიმმა "პირველებთან" დუმილი დაარღვია და კამერებთან პირველი კომენტარი გააკეთა. ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ აქტიურად მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილისთვის კვლევების ჩატარება.
მუშაობს ექსპერტთა ჯგუფი, მიმდინარეობს შესაბამისი კვლევები, რაც აუცილებელია დამატებითი კვლევების სახით და ყველაფერი კეთდება". - აცხადებს მთავარი ექიმი.
ტვ პირველის ჟურნალისტის კითხვაზე, ეთანხმება თუ არა ის "ეპათიას" ექიმების მოსაზრებას, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ამ კლინიკაში მკურნალობით, ვერ გაუმჯობესდება, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, რომ ახლა "ემპათიას" ექიმთა ჯგუფი დამოუკიდებლად მუშაობს და მომავალში, როდესაც დასკვნა დაიდება, ერთად დასხდებიან და დაკვნასაც ერთად გააანალიზებენ.
სააკაშვილის უფლებადამცველი პირველებთან საუბარში დასკვნის გამოქვეყნების სავარაუდო დროს ასახელებს. შოთა თუთბერიძე იმედოვნებს, რომ მაქსიმუმ თვის ბოლომდე დასკვნა მზად იქნება.
ჩვენ ვცდილობთ, რომ დასკვნა მომზადდეს რაც შეიძლება სწრაფად, თუმცა ეს ბუნებრივია, არ უნდა მოხდეს ამ დასკვნის ყოველმხრივობის ხარჯზე. უნდა მოხდეს სრულყოფილი შესწავლა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობისა და დასკვნის მომზადება. ამიტომაც გამოყენებული იქნება ის დრო, რაც ამას დასჭირდება. იმედი გვაქვს ეს იქნება ახლო პერიოდში. ჩემი პირადი მოლოდინია, რომ ალბათ მაქსიმუმ თვის ბოლომდე იქნება მზად“. - ამბობს შოთა თუთბერიძე.
ნახევარ საათში კლინიკაში მეუფე ნიკოლოზს ელოდებიან. სწორედ მან უნდა აზიაროს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ვივამედის კლინიკაში.