კვირის ბოლომდე იქნება პასუხი - პაატა იმნაძე ე.წ. "მაიმუნის ყვავილის" შესაძლო შემთხვევაზე
დადასტურდა თუ არა საქართველოში ე.წ. მაიმუნის ყვავილი - დაავადებათა კონტროლის ცენტრი ერთ საეჭვო შემთხვევას იკველვს.
საქართველოს მოქალაქეს, რომლსაც საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს, ქვეყნაში დაბრუნების დროს ვირუსის საეჭვო სიმპტომების ნიშნები აღმოაჩნდა.
მამაკაცი რამდენიმე დღეა ინფექციურ კლინიკაში ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობს!
როდის გვეცოდინება ერთი საეჭვო ნიმუშის შედეგები, ამაზე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ მიდის ანალიზი და რომ მორჩება სეკვენსია, გვეცოდინება.
კვირის ბოლომდეც იქნება პასუხი“. - ამბობს პაატა იმნაძე პირველებთან.
რაც შეეხება ამირან გამყრელიძეს, მან მედიასთან კომენტარი არ გააკეთა და აღნიშნა, რომ გუშინ ყველაფერზე გასცა პასუხი.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) განცხადებით, ორგანიზაციის წევრ 12 სახელმწიფოში მაიმუნის ყვავილის 92 შემთხვევა დადასტურდა. WHO-ის განცხადებით, აღნიშნული საყურადღებოა იმიტომ, რომ აღნიშნული ტერიტორიები დაავადებისთვის არც ენდემურია და არც პაციენტების დიდ ნაწილს აქვთ იმ რეგიონებში მოგზაურობის ისტორია, სადაც მანამდე დაავადების შემთხვევები ფიქსირდებოდა.