ოჯახთან დაკავშირება ვერ ხერხდება - როდის გადმოასვენებენ უკრაინაში გარდაცვლილ გიორგი გრიგოლიას საქართველოში, უცნობია

07.06.22 11:54
ოჯახთან დაკავშირება ვერ ხერხდება - როდის გადმოასვენებენ უკრაინაში გარდაცვლილ გიორგი გრიგოლიას საქართველოში, უცნობია

რუსულ აგრესიას უკარინაში კიდევ ერთი ქართველი შეეწირა. გიორგი გრიგოლიას ცხედარი ახლა კიევშია დასვენებული.

41  წლის  ჯარისკაცი 3 დღის წინ ქალაქ ბახმუტთან, საარტილერიო შეტევის დროს  დაიღუპა. გიორგი გრიგოლიას ცხედრის სამშობლოში გადმოსვენებისთვის ახლა უკრაინაში შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.

როდის გადმოასვენებენ ქართველ მებრძოლს ქვეყნაში, ჯერჯერობით უცნობია.

გიორგი გრიგოლია მამასთან და ცოლ-შვილთან ერთად, უკრაინაში 16 წელი ცხოვრობდა. ნათესავების თქმით, მამამისი ნიკოლაევში რუსების ალყაშია და გარდაცვლილი შვილის ცხედართან მისვლას ვერ ახერხებს. მასაც და მამამისსაც ორივე ქვეყნის მოქალაქეობა ჰქონდათ. 

ნათესავების ინფორმაციითვე, დაღუპულმა ცოლ-შვილი ომის დაწყებისთანავე თურქეთში გაგზავნა, მათ უსაფრთხოებიდან გამომდინარე საკონტაქტოც შეიცვალეს, რის გამოც დაკავშირება ჯერ ვერ ხერხდება.
 

მსგავსი სიახლეები