ხელფასის 100%-იანი მატება და ნორმალური სამუშაო პირობები - სასწრაფო დახმარების გაფიცული ექიმების მოთხოვნა უცვლელია

07.06.22 13:31
ხელფასის 100%-იანი მატება და ნორმალური სამუშაო პირობები -  სასწრაფო დახმარების გაფიცული ექიმების მოთხოვნა უცვლელია

მედიკოსები  ისევ ქუჩაში გამოვიდნენ. ამ წუთებში ათობით ექიმი ჯანდაცვის სამინისტროსკენ მსვლელობით მიდის. სასწრაფო დახმარების თანამშრომლები რამდენიმე კვირაა, ხელფასის ზრდასა და ადამიანურ სამუშაო პირობებს ითხოვენ.

ჩვენი მთავარი მოთხოვნა და პრობლემა არის ხელფასის მომატება. ვითხოვთ 100%-იან მატებას, რადგან მოგეხსენებათ, სასწრაფოს ექიმები როგორ პირობებში ვმუშაობთ. ომია, ქარია, წვიმაა-პირველ ხაზზე ვართ ყოველთვის. რა ანაზღაურებაც ახლა გვაქვს, ეს დაცინვაა. ასეთ პირობებში მუშაობა ძალიან ძნელია- აცხადებს ერთ-ერთი გაფიცული მედიკოსი.

სასწრაფო დახმარების თანამშრომლები აცხადებენ, რომ გაფიცვა მათი მიზანი ნამდვიოლად არ არის, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტრო მათ სხვა გზას არ უტოვებს.

,,ტვ პირველის" ინფორმაციით, 16 საათზე დაგეგმილია სასწრაფო დახმარების ექიმებისა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის შეხვედრა. 

მსგავსი სიახლეები