ჩვენი ინფორმაციით, ვანო ნადირაძეც იქ იყო კიევში, მორგში - უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი გმირის დისშვილი

07.06.22 13:42
ჩვენი ინფორმაციით, ვანო ნადირაძეც იქ იყო კიევში, მორგში - უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი გმირის დისშვილი

უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი გმირის, გიორგი გრიგოლიას, დისშვილი ჟურნალისტებთან ბიძის გადმოსვენების შესახებ საუბრობს. 

ჩვენი ინფორმაციით, ვანო ნადირაძეც იქ იყო კიევში, მორგში. პატივი მიაგეს ყველანაირად მის ხსოვნას. ასეთი ინფორმაცია მოვიდა ჩვენამდე, რომ მის მეუღლეს ეძებენ. ეს ერთ-ერთი პრობლემაა, რის გამოც ცოტათი ფერხდება მისი საქართველოში გადმოსვენება. ცოლის თანხმობას ითხოვენ. გიორგიმ უკრაინის თავისუფლებას შესწირა მან თავი“. - ამბობს უკრაინაში გმირულად დაღუპული ქართველი მებრძოლის დისშვილი.

გიორგი გრიგოლიას ცხედარი ახლა კიევშია დასვენებული. 41  წლის  ჯარისკაცი 3 დღის წინ ქალაქ ბახმუტთან, საარტილერიო შეტევის დროს დაიღუპა. გიორგი გრიგოლიას ცხედრის სამშობლოში გადმოსვენებისთვის ახლა უკრაინაში შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.
 

მსგავსი სიახლეები