ხმაური ,,ბორჯომის" საწარმოში - გაფიცული მუშები და პოლიცია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

07.06.22 13:56
ხმაური ,,ბორჯომის" საწარმოში -  გაფიცული მუშები და პოლიცია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

სოციალური პროტესტის ეპიცენტრი ისევ ბორჯომია. ადგილზე შეკრებილ  ,,ბორჯომის" საწარმოს თანამშრომლებს კრიმინალური და საპატრულო პოლიცია რამდენჯერმე დაუპირისპირდა. გაფიცული მუშები მძიმე ტექნიკას გაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ, რასაც ხმაური მოჰყვა.

ეს არის ამათი სახე, გინდა პოლიცია იყოს, გინდა, ადმინისტრაცია. ამათ ხალხი არ აინტერესებთ. ხალხს მოხედონ, სანამ აქ რამე ინციდენტი მოხდება - აცხადებს ერთ-ერთი გაფიცული.

მეორე დღეა, კომპანია" ბორჯომი " პიკეტირებულია - რუსი ოლიგარქის საწარმოს ორივე შესასვლელი თანამშრომლებს ბლოკირებული აქვთ. ,,ბორჯომის" გაფიცულ მუშებს ქარხნის ადმინსიტრაციასთან მოთხოვნები აქვთ, რაც სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ხელფასის ზრდასა და გათავისუფლებული თანამშრომლების სამუშაოზე აღდგენას ითვალსიწინებს.

პირობების შესრულებამდე მუშები გაფიცვის შეწყვეტას არ გეგმავენ.

 

მსგავსი სიახლეები