მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი აზიარა
მესამე პრეზიდენტი "ვივა მედის" კლინიკაში მეუფე ნიკოლოზმა მოინახულა. ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მიხეილ სააკაშვილი კლინიკის პალატაში აზიარა.
მისი თქმით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, ის თავს სუსტად გრძნობს და უჭირს საკვების მიღება.
მეუფე ნიკოლოზმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ყველა დაავადების განკურნება შეუძლებელია:
პრობლემა არის ის, რომ ვერ ღებულობს საკვებს, ძალიან ვთხოვე, რომ მოინდომოს. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უკეთესად იქნება. სამწუხაროდ, ჩვენ ქვეყანაში ვერ ხერხდება ყველა დაავადების განკურნება, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან განვითარდა მედიცინა". - თქვა მეუფე ნიკოლოზმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას თვეებია, ითხოვს მისი ოჯახი და ალტერნატიული კონსილიუმი.