პატრიარქი რომ ლოცულობს მესამე პრეზიდენტისთვის, ნამდვილად ვიცი - მეუფე ნიკოლოზი
პატრიარქი რომ ლოცულობს მესამე პრეზიდენტისთვის, ნამდვილად ვიცი, მაგრამ მის პოლიტიკურ პოზიციაზე, ვერაფერს ვერ გეტყვით" - ასეთი განცხადება გააკეთა ჟურნალისტებთან "ვივა მედის" კლინიკიდან გამოსულმა მეუფე ნიკოლოზმა.
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მიხეილ სააკაშვილი კლინიკის პალატაში აზიარა. მისი თქმით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, ის თავს სუსტად გრძნობს და უჭირს საკვების მიღება.