უკარაინაში ქართველი მებრძოლები დაიჭრნენ - ისინი კლინიკაში გადაიყვანეს
უკარაინაში ქართველი მებრძოლები დაიჭრნენ. შემთხვევა სევეროდონეცკში მოხდა, სადაც ქართველი მებრძოლები რუსული არმიის პირისპირ ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან. დაჭრილი სამხედროების ნაწილი თანამბერძოლებმა სამხედრო ჰოსპიტალში უკვე გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ქართული ლეგიონის წევრები სლავიანსკშიც იბრძვიან, რომელიც სევეროდონეცკის მსგავსად საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრია. ქართველი მებრძოლი ვანო ნადირაძე, რომელიც ასევე უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის, იქ არსებულ ვითარებაზე საუბრობს. მისი თქმით, სევეროდონეცკი და სლავიანსკი ამ წუთებშიც იბომბება.
რამდენიმე 128 ბრიგადიდან გადაყვანილია უჟგოროდში ბაზაზე. ყველაზე რთული სიტუაცია ახლა ამ წუთისთვის არის სევეროდონეცკის მიმართულებით, ქალაქის ბრძოლები მიდის. ისინიც გადმოდიან შეტევაზე, ჩვენებიც წმინდავენ, ძალიან კონტაქტური ბრძოლა მიდის, რასაც ჰქვია, დასასხლებულ პუნქტში. ძალიან მძიმე ბრძოლებია თვითონ სევეროდონეცკში. იბომბება ბახმუტი-ლისიჩანსკის გზა ძალიან ინტენსიურად, - ამბობს ქართგველი მებრძოლი.
სულ ამ დროისათვის უკრაინაში 150-მდე ქართველი მებრძოლი იბრძვის.