"5 ივლისი- ეს იყო ერთი ბოროტება, რაც გვახსოვს „ალტ-ინფოსგან“ , იგივეს ,,ენმ" კვირაში ერთხელ ჩადიოდა"- მამუკა მდინარაძე

07.06.22 16:24
"5 ივლისი- ეს იყო ერთი ბოროტება, რაც გვახსოვს „ალტ-ინფოსგან“ , იგივეს ,,ენმ" კვირაში ერთხელ ჩადიოდა"- მამუკა მდინარაძე

"ჩემთვის ,,ალტ-ინფო" და მისი ეს განწყობები და ,,ნაცმოძრაობის" ქცევები და განწყობები არის ერთი მედლის ორი მხარე" - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, პარლამენტში განაცხადა. 

"ქართული ოცნების" დეპუტატი ამტკიცებს, რომ "ნაციონალურ მოძრაობა" და ჰომოფობიური, ძალადობრივი და პრორუსული "ალტ-ინფო"  "ერთსა და იმავე საქმეს ემსახურებიან, ოღონდ სხვადასხვა პიარული ეგიდით". 

მეტიც, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ენმ "ვითომ პროდასავლური ეგიდის დეკლარირებით აკეთებს, რეალურად, რუსულ საქმეს, მეორე მხრივ, ეს ადამიანები (ალტ ინფო) აკეთებენ რუსულ საქმეს, ოღონდ პირდაპირ ამაზე დეკლარირებით. 

ტოლობის ნიშანს არ ვსვამ, რომელი უფრო საშიში ძალაა, არ ვიცი, „ნაცმოძრაობამ“ დაგვიმტკიცა, რომ საშიში და ბოროტი ძალაა და „ალტ-ინფოს“ მთლად იმდენი… 5 ივლისი – ეს იყო ერთი ბოროტება, რაც გვახსოვს „ალტ-ინფოსგან“ და დაისაჯა ასზე მეტი ადამიანი. ზოგი ადმინისტრაციულით და ზოგი – სისხლის სამართლის წესით. 9 წლის განმავლობაში ასე ჩადიოდნენ თვეში ერთხელ, ან კვირაში ერთხელ, მინიმუმ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები“,- თქვა დეპუტატმა. 

გამოცემა "პუბლიკას" ინფორმაციით, პრორუსული, ძალადობრივი პლატფორმის „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი, კონსტანტინე მორგოშია, წინა ხელისუფლების პერიოდში სახელმწიფო ქონების მითვისებისა და თაღლითობის ბრალდებით დააკავეს, რა დროსაც მისი ადვოკატი მამუკა მდინარაძე იყო. 

მსგავსი სიახლეები