ჯანდაცვის სამინისტროში სასწრაფო დახმარების გაფიცულ თანამშრომლებთან შეხვედრა მიმდინარეობს
შეხვედრა დაწყებულია - პროტესტის მონაწილე 6 მედიკოსი, პროფკავშირის 3 წარმომადგენელი და ერთი იურისტი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს ხვდებიან. ,,ტვ პირველის" ინფორმაციით, შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი არ ესწრება.
მედიკოსები აცხადებენ, რომ არ იციან წინასწარ, რა შეთავაზება ექნებათ სამინისტროსგან, თუმცა, მათივე განმარტებით, ყველა მოთხოვნის შესრულებამდე უკომპრომისო ბრძოლა არ შეწყდება.
ექიმები, რომლებიც 24 საათის განავლობაში მუშაობენ, ხელფასის ზრდასა და ადამიანურ პირობებს ითხოვენ.
10 დღეა, რაც ჩვენი ბრძოლა დაიწყო და იმედი გვაქვს, რომ დღეს ღირესეულ პასუხს მივიღებთ. ნომერ პირველი მოთხოვნა ხელფასის 100%-იანი მომატებაა. დანარჩენი კი არის საკითხები, რომელსაც განვიხილავთ. თუ არ მივიღებთ ადეკვატურ პასუხს, ეს ჩვენი აქციები გაგრძელდება - აცხადებს გაფიცული მედიკოსი.
შეხვედრა ჯერ დასრულებულა. მის დამთავრებას და ჯანდაცვის სამინისტროს შეთავაზებას შენობის გარეთ შეკრებილი სასაწრაფოს გაფიცული თანამშრომლები ელოდებიან.