სტიქია აღმოსავლეთ საქართველოში - ძლიერი წვიმის შედეგად საგურამო დაიტბორა
სტიქია აღმოსავლეთ საქართველოში - ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილი და პარალიზებულია საგურამო. ჩახერგილია გზები, რადგან წყალი ქუჩებში მდინარესავით მოედინება და გადადგილება შეუძლებელია.
წყალმა შეაღწია სახლებშიც. მოსახლეობა შველას ითხოვს. ძლიერ წვიმას თან ახლდა სეტყვა, რამაც გაანადგურა ხეხილის ბაღები და დააზიანა მანქანები. სტიქიის ეპიცენტრში უკვე მიდიან სახანძრო და სამაშველო ბრიგადები.