ჩახერგილი გზები და დაზიანებული ინფრასტრუქტურა - საგურამოს ცენტრი ისევ პარალიზებულია

08.06.22 11:14
ჩახერგილი გზები და დაზიანებული ინფრასტრუქტურა - საგურამოს ცენტრი ისევ პარალიზებულია

საგურამოს ცენტრი ისევ პარალიზებულია, სოფელში ავტომობილების კოლონა დგას.  რამდენიმე საათია, ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს, თუმცა ამ დრომდე ჩახერგილია გზები და დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. 

წყალმა შეაღწია სახლებშიც. სტიქიამ მოსახლეობას ტექნიკა და ავეჯი სრულად გაუნადგურდა. განადგურებულია ხეხილის ბაღები და დაზიანებულია ავტომობილები.

ადგილობრივები ამბობენ, რომ  ფაქტობრივად მოსავლის გარეშე რჩებიან. ხელისუფლებას კი ჯერ ზარალის დათვლა არ დაუწყია.

ადგილობრივები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ: 

ყველა გამგებელი, ვინც მოვიდა, ჯიბე გაივსო და წავიდა. გლეხი ხალხისთვის არავინ არ არის"- ამბობენ ადგილობრივები. 

მსგავსი სიახლეები