პიკეტერებული "ბორჯომის" ქარხანა - საწარმოსთან უწყვეტი პროტესტი გრძელდება

08.06.22 11:33
პიკეტერებული  "ბორჯომის" ქარხანა - საწარმოსთან უწყვეტი პროტესტი  გრძელდება

პიკეტერებული "ბორჯომის" ქარხანა და შეჩერებული წარმოება - რუსი ოლიგარქის საწარმოსთან უწყვეტი პროტესტი ისევ გრძელდება. გაფიცული თანამშრომლები დათმობაზე წასვლას არ აპირებენ.  ისინი კუთვნილ ანაზღაურებასა და სამსახურში აღდგენას ითხოვენ.

პარალელურად, კომპრომისზე წასვლას  არც კომპანია "ბორჯომი " აპირებს. არაერთი მოლაპარაკების მცდელობის მიუხედავად, მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. 

ამ დროისათვის ქარხანა პარალიზებულია. შენობაში ქარხნის თანამშრომლები არ იმყოფებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ წარმოება შეჩერებულია. 

პროტესტის მე-8 დღეს გაფიცულ თანამშრომლებს პროფკავშირების თანამშრომლებიც შეუერთდებიან. ხვალ აქციის მონაწილეებთან შეხვედრას სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარიაც, გეგმავს. 

ქარხანა პარალიზებულია და არ ფუნქციონირებს. შიგნით იმყოფება მხოლოდ გენერალური დირექტორი, ივანე მაჭავარიანი და დაახლოებით 5-6 ადამიანი. ისინიც დირექტორები, სხვა არავინ შიგნით არაა.

ჩვენ უარს არ ვაცხადებთ მედიაციის გაგრძელებაზე, თუმცა იმ იმედით, რომ უკეთეს შემოთავაზებას მოიტანენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ საუბარი გამოვა და ჩვენ კიდევ გავაგრძელებთ ბრძოლას, - ამბობს პროტესტის მონაწილე. 

ამ დროისათვის საწარმოს ყველა შესასვლელი აქციის მოანაწილეებს ბლოკირებული აქვთ.  ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც. 

მსგავსი სიახლეები