პოლიტიკური ნიშნით თავდასხმა ოპოზიციის წევრებზე - ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
ოპოზიციის ლიდერებზე თავდასხმის გამო დაკავებულს პროკურატურამ მუხლი გადაუკვალიფიცირა. ლევან ვასაძის დაჯგუფების წევრს ბრალი ოფიცალურად წარედგინა.
უკვე ცნობილია რომ შოთაძის უწყება სასამართლოს დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით მიმართავს.
დანაშაულს დაკავებული ირაკლი ხომასურიძე ამ დრომდე არ აღიარებს.
მის აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართალო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთში იმსჯელებს.
დავით ბერძენიშვილი პირველებთან საუბარში აცხადებს, რომ თავდასხმების სერია ქართული ოცნების მიერ არის წახალისებული.
სრულიად აშკარა არის რომ ეს არის ხელისუფლების მიერ წახალისებული ძალადობა. ტექსტები პარლამენტში, კობახიძის, თალაკვაძის, მდინარაძის, რა თქმა უნდა იმას ადასტურებს, რომ ნუ გეშინიათ ბიჭებო, ჩვენ აგერ ვართ. ჩვენ ლანძღვა გინების ფონზე გვეუბნებიოდნენ, რომ თქვენ ვერ უნდა იაროთ ქალაქში, რომ მოკლედ, თქვენს ფერხთქვეშ მიწა უნდა იწვოდეს.
ამ ხელისუფლების პირობებში, მუხლის შეცვლას, კობახიძის ამ ტექსტის შემდეგ, არამგონია რაიმე მოყვეს. დიდი მოლოდინი ამისი არ მაქვს“. - აცხადებს დავით ბერძენიშვილი.
ადვოკატის თქმით, მხოლოდ ერთი დამნაშავის დაკავება საკმარისი არ არის და ძალიან ცუდია, რომ ხათუნა სამნიძის მისამართით საქართველოს პროკურატურას რეაგირება არ ჰქონია.
ველოდებით რომ პროკურატურა დააყენებს პატიმრობის აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნას, თუმცა ერთი ცუდი ამბავი ის არის, რომ ხათუნა სამნიძის მისამართით არანაირი რეაგირება არ ჰქონია საქართველოს პროკურატურას. ჩვენი მოთხოვნა არის დავით ბერძენიშვილის ეპიზოდში იყოს პატიმრობა“. - ამბობს ადვოკატი.
რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე, ეს უკვე პროცესის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ხომასურიძე თავს დავით ბერძენიშვილს და ხათუნა სამნიძეს რუსთაველის გამზირზე დაესხა, მოტივი კი პოლიტრიკური ანგარიშსწორება გახდა.