ბათუმში 21 წლის გოგო დაქორწინების მიზნით გაიტაცეს - დაკავებულია ერთი პირი

08.06.22 11:48
ბათუმში 21 წლის გოგო დაქორწინების მიზნით გაიტაცეს - დაკავებულია ერთი პირი

ბათუმიდან 21 წლის  გოგო გაიტაცეს. ახლაგაზრდა ქალის გატაცების  ბრალდებით ერთი  პირია დაკავებული. გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის გოგოს გატაცება დაქორწინების მიზნით დაიგეგმა.

"პირველების" ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცმა, ქალი მანქანაში მოტყუებით ჩაისვა და სამეგრელოს მიმართულებით დაიძრა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცმა 21 წლის გოგოს გზაში ტელეფონი დაუმტვრია. 

ირკვევა, რომ დაკავებული სამეგრელოს ტერიტორიაზე, პოლიციამ მოძრაობის წესების დარღვევისთვის გააჩერა, ქალმა კი პოლიციას უთხრა, რომ გატაცებული იყო.  სავარუდო დამნაშავეებს გამოძიება იძულებას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ,,პირველებს" განუცხადა, რომ გამოძიება 146-ე მუხლითაა დაწყებული. 
 

მსგავსი სიახლეები