,,ბორჯომის" გაფიცულ მუშებს სხვადასხვა საწარმოს პროფკავშირის წევრები სოლიდარობას უცხადებენ

08.06.22 12:59
,,ბორჯომის" გაფიცულ მუშებს სხვადასხვა საწარმოს პროფკავშირის წევრები სოლიდარობას უცხადებენ

ბორჯომში პროტესტი ახლა მასშტაბებს იძენს. საწარმოსთან გაფიცულ მუშებს სოლიდარობას სხვადასხვა ქარხნების პროფკავშირების წევრები უცხადებენ. ისინი ქართლში საქართველოს რეგიონების საწარმოებიდან ჩამოვიდნენ და ამბობენ, რომ მათ კოლეგებს ,,ბორჯომის" ქარხნიდან სწორი მოთხოვნები გააჩნიათ.

სოლიდარობას ვუცხადებს ბორჯომელ გაფიცულებს, რომლებსაც უკანონოდ ექცევიან. მათ სჭირდებათ მხოლოდ და მხოლოდ ღირსეული ანაზღაურება, უსაფრთხო სამუშაო გარემო, რომ მათი ოჯახები და რეგიონიც დაცული იყოს. მათ მხარს ვუჭერთ და ნებისმიერ დროს მზად ვართ, როცა დავჭირდებით, მათ გვერდში ვიქნებით - ამბობს თემურ სურამელაშვილი, ქსნის მინისტარის პროფკავშირის წარმომადგენელი.

ამ წუთებში ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ასობით ადამიანი დგას და ხელისუფლებას მათ პრობლემებზე რეაგირებას თხოვს.

პროტესტის მეცხრე დღე. "ბორჯომის ქარხანა კი ისევ პიკეტირებულია, წარმოება კი - შეჩერებული. თანამშრომლები დათმობაზე წასვლას არ აპირებენ.  ისინი კუთვნილ ანაზღაურებასა და სამსახურში აღდგენას ითხოვენ.

მსგავსი სიახლეები