"ევროპა ჩვენი მთავარი მისწრაფებაა" - სიმბოლური აქცია ევროკავშირის საელჩოსთან

08.06.22 13:17
"ევროპა ჩვენი მთავარი მისწრაფებაა" - სიმბოლური აქცია ევროკავშირის საელჩოსთან

ქართველი ხალხის გზავნილი ევროპას - ამ წუთებში არასამთავრობი სექტორი, სამოქალაქო საზოგადოება და საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის საელჩოსთან იკრიბებიან. ქვეყნის ევროკავშირის წევრობის სტატუსის  განხილვამდე  ცოტა ხნით ადრე ადგილზე მისულები სიმბოლურ აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები ევროკავშირის ელჩს  დროშას გადასცემენ. ამ ფორმით შეკრებილები დასავლეთს კიდევ ერთხელ აჩვენებენ, რომ ქართველი ხალსის არჩევანი ევროპა და ევროპული ღირებულებებია.

დროშა მოვიტანეთ, შევუთანხმდით ბატონ კარლ ჰარცელს, ევროკავშირის ელჩს და ჩვენი სახელით,  მოქალაქეების სახელით გადავცემთ 4 ადამიანი, მე, კოტე ყუბანეიშვილი, ნანა მაჭავარიანი, დავით კანდელაკი და ეს დროშა წავა ბრიუსელში. ეს ეტაპი, რაც დგას ჩვენი ქვეყნის ცხოვერებაში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველ ჯერზე, სადაც მოგვეცემა საშუალება გამოვხატოთ სულ, კიდევ ერთხელ და ბევრჯერ, რომ ევროკავშირი არის ჩვენი ისტორიული სამშობლო და ჩვენი მთავარი მისწრაფება, - ამბობს აქციის მონაწილე. 

მსგავსი სიახლეები