ყაჩაღობა გორში - ნაცემია ორსული ქალი
გორის ცენტრში მაღაზია დააყაჩაღეს. შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა. არსებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირებმა ობიექტიდან ფულის სეიფი გაიტაცეს.
თანამშრომლებს კი ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. ნაცემია ორსული ქალიც. თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.