თავდასხმა ოპოზიციის წევრებზე - ძალადობრივი დაჯგუფების წევრი განაჩენის მოლოდინშია
ძალადობრივი დაჯგუფების წევრი განაჩენის მოლოდინშია - საქალაქო სასამართლოში ირაკლი ხომასურიძის პროცესი ცოტა ხნის წინ დაიწყო. პროცესის დაწყებამდე ხომასურიძემ მედიის მისამართით რამდენიმე რეპლიკა ისროლა, რაზეც მოსამართლემ მას შენიშვნა მისცა და სასამართლოს პატივისცემისკენ მოუწოდა.
ბრალდებულის უფლებდაცველი ამბობს, რომ ხომასურიძეს რესპუბლიკელების ლიდერებზე პოლიტიკური ნიშნით არ უძალადია დაპროცესზე ალტერნატივის სახით გირაოს შეფარდებას მოითოვენ.
სასამართლოზე მექნება შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძების გარეშე დატოვების თაობაზე. ასევე, ალტერნატივის სახით მოვითხოვთ გირაოს გამოყენებას. უარყოფს ადევნებას პოლიტიკური ნიშნით, უარყოფს ბრალდებას რაც წარდგენილი აქვს. ამბობს, რომ თვაად არის დაზარალებული დავით ბერძენიშვილსგან, რადგან მანაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, - ამბობს ხომაურიძის ადვოკატი.
ვასაძის დაჯგუფების წევრი რესპუბლიკელების ლიდერებს თავს ქალაქის ცენტრში დაესხა. მას პროკურატურა პოლიტიკური ნიშნით დისკრიმანციას და ძალადობას ედავება. მუხლი შოთაძის უწყებამ ცოტა ხნის წინ გადააკვალიფირა. გენერალური პროკურატურა დაკავებულისთვის პატიმრობის შეფრდებას ითხოვს.