უკრაინაში წარმოშობით ქართველი მეომარი დაიღუპა
უკრაინაში წარმოშობით ქართველი მებრძოლი კირილ შანავა დაიღუპა. ქართველი მებრძოლების ინფორმაციით, კირილ შანავა უკრაინაში დაბადებული და გაზრდილია.
ირკვევა, რომ ის ლუგანსკის ოლქში მიმდინარე ბრძოლებში წინა ხაზზე იბრძოდა, სადაც დაბომბვაში მოყვა და დაიღუპა.
რამდენიმე დღის წინ, რუსულ აგრესიას აბაშელი გიორგი გრიგოლიაც ემსხვერპლა.